მსოფლიოს ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში

01 მარტი 2023, 10:05 332 ნახვა

ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა. გამარჯვებულები ფრისკი სლოუფ-სთაილში გამოვლინდნენ, როგორც ქალ, ასევე მამაკაც სპორტსმენთა შორის. 

ქალთა შეჯიბრება 23 წლის შვეიცარიელმა მატილდე გრემუმ მოიგო. მეორე ადგილზე კანადელი მეგან ოლდჰემი გავიდა. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელმა იოჰანე კილიმ მოიპოვა.  ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ასევე ნორვეგიელი ბირკ რუუდი გახდა.

ვერცხლის მედალი რუუდის თანამემამულემ კრისტიან ნუმედალმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი შვეიცარიელ ანდრი რაგეტლის ერგო. 

დღეს ბაკურიანში მედლები არ გათამაშდება.   დაგეგმილია  სნოუბორდის კროსისა და ჰალფპაიპის კვალიფიკაციები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში