საქართველო - რუმინეთი. ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

28 თებერვალი 2023, 19:50 525 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შევარდენის ბაზაზე შეიკრიბა და რუმინეთთან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადება 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. შეხვედრა 5 მარტს 16 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზე გამოჩნდა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. 9 ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას ნაცვლად, ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან ზაფხულში, ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია. 33 მორაგბიდან 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ფინალი 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება და იქვეა დანიშნული მატჩი მე-3 ადგილისთვის.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში