საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დაამარცხა

28 თებერვალი 2023, 19:50 440 ნახვა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა.  საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 2 მარტს, კვლავ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი