გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ ელგუჯა ბაგრატიონისა და ბონდო თედორაძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტების მიღება სურდათ. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ შეხვედრა შედგა. პატარაძე დეპუტატებს საკითხის შესწავლას დაპირდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟანიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძეც ესწრებოდნენ.