ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

28 თებერვალი 2023, 14:38 945 ნახვა

ხელვაჩაურში ახალი სასპორტო სკოლა აშენდება.  განაშენიანების გეგმის კონცეფცია  დღეს  ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  დაამტკიცეს.

სამსართულიანი სპორტკომპლექსის  მშენებლობა  ახალსოფლის ცენტრში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ ზაფხულში  დაიწყება.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი