ფიფამ „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლუკა ლოჩოშვილს Fair Play-ს ჯილდო გადასცა. ერთი წლის წინ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიის'' ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა. ტაიგლმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. ქართველი სიტუაციაში პირველი გაერკვა და მეტოქე გუნდის მოთამაშეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ცერემონიას ვერ ვესწრები, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. მიხარია, რომ ის ახლა კარგად და თავის ოჯახთან ერთადაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
ლუკას სპეციალური პრიზი ამ საქციელისთვის გასულ წელს ავსტრიაშიც გადასცეს. წელს კი ქართველი ფეხბურთელი ფიფამაც დააჯილდოვა.
2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს: