პორტლენდის ვარსკვლავმა დემიენ ლილარდმა შედეგიანობის პირადი და საკლუბო რეკორდი დაამყარა. 32 წლის გამთამაშებელმა ჰიუსტონთან საშინაო შეხვედრაში 39 წუთში 71 ქულა მიითვალა. ლილარდს კარიერის განმავლობაში 60 და მეტი ქულა ერთ მატჩში უკვე ხუთჯერ აქვს ჩაგდებული და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს, უილტ ჩემბერლენის შემდეგ, რომელსაც 32-ჯერ აქვს მსგავსი შედეგი და კობი ბრაიანტი, რომელსაც 6-ჯერ ჩაუგდია 60 და მეტი ქულა. საბოლოოდ პორტლენდმა ჰიუსტონ როკეტსი 131:114 დაამარცხა.