ონლაინ მედიის ნაწილი პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტები განმარტავენ, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.