30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს მოუწოდებს, შეუჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.
ევროპარლამენტის წევრების თქმით, ქართული ოცნების მიერ ინიციირებული უცხოური აგენტების შესახებ კანონის რუსული ანალოგის მიღების პროცესში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტები გასცდა დაშვებულ ზღვარს. ეს კი უფრო ზრდის დაძაბულობასა და პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.