ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ნაგებობა ჩამოინგრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.