„ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ.