ხმაური თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვის დროს

27 თებერვალი 2023, 15:00 739 ნახვა

პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.  დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა. მას კი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეეპასუხნენ.  

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო.

“თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში