ბოლო ორი დღეა აქტიური განხილვის საგანი გახდა შაჰინის სკოლა - ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმება. გადაწყვეტილება საბჭომ გუშინ მიიღო, რაშიც სკოლის დირექტორი პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება გაუგებარია ოპოზიციისთვის. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პარალელს მეორე, თურქულ სკოლასთან ავლებენ, რომელიც შესაბამისი აკრედიტაციისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე გაიხსნა. საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა.