შეფერხებული მოძრაობა

05 თებერვალი 2017, 00:00 3862 ნახვა

მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო დილიდან რამდენიმეჯერ შეფერხდა მოძრაობა ბათუმი - ქობულეთის ავტომაგისტრალზე. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული ხეების გადატანა გუშინ გვიან ღამით დაიწყო. მძღოლებს მოძრაობა მეორეხარისხოვანი გზის გამოყენებით უხდებოდათ. როგორც ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ კომპანია “ზიმო 7”-ში აცხადებენ,  გადატანას გვიან ღამით განაახლებენ. ყოფილმა პრემიერმა მრავალწლოვანი ნარგავები გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკისთვის შეისყიდა. სწორედ ხის ტრანსპორტირების გამო მოძრაობის შეფერხება, ასევე ერთერთი ხის მოჭრა გააპროტესტეს დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. პარტიის წევრებს ხეების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიის თანამშრომელმა უპასუხა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი