სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

24 თებერვალი 2023, 00:55 712 ნახვა

პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 36 წლის მცველმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

„დადგა დრო დავემშვიდობო ეროვნულ ნაკრებს. დღეს დილით ამჟამინდელმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდივარ იმის მიუხედავად, რა დონის თამაშს ვაჩვენებ ან როგორ გაგრძელდება ჩემი სპორტული კარიერა. ვიმედოვნებდი, რომ ეს მოგზაურობა უფრო გრძელი იქნებოდა და უკეთესი დასასრული მექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ იქნება ჩემთვის, რადგან ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის“, - დაწერა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ რამოსი ესპანეთის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა და 180 მატჩში 23 გოლი გაიტანა. სერხიო რამოსი “ფურია როხასთან“ ერთად ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი