”ა-ბ-გ-დ”-ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის მწერალთა სახლში. კრებულში ახალგაზრდა პოეტების როინ აბუსელიძის, არჩილ ბერიძის, გიორგი გაბაიძისა და გენრი დოლიძის ლექსებია შეტანილი. წიგნის პირველი ნაწილი 16 წლის წინ დაიბეჭდა მეორე კი გასულ წელს. პრეზენტაციას პოეტები, მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. პოეზიის კრებული აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.