სემინარი გიდების დღესთან დაკავშირებით

21 თებერვალი 2023, 18:04 754 ნახვა

​კულტურული ტურიზმის, სამუზეუმო გიდის სტანდარტის  და გიდის მოვალეობებსა თუ როლზე  ლექცია- სემინარი ჩატარდა. შეხვედრა  ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გიდების საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით შედგა. მას  მოქმედი  და დამწყები გიდები  ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთავარია გიდებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყნის სახე უნდა წარმოაჩინონ. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება და სიზუსტე. სწორედ გიდებზეა დამოკიდებული როგორ წარმოაჩენენ ქვეყნის ისტორიას, კულტურას ხელოვნებასა და მეცნიერულ მიღწევებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში