მამაკაცი, რომელიც ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა გარდაიცვალა - ალუდა თუთისანი

21 თებერვალი 2023, 16:10 755 ნახვა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლებთან, ქულბაქთან და ჩქუმთან დამაკავშირებელ გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად კლდის მასის ქვემოთ მოყოლილ ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.

რაც შეეხება სოფლებს, ჩქუმსა და ქულბაქს, ორი სოფლის 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები  უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 

ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.

 

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში