ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობდა ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან. ბათუმის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცხადებს, რომ პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იქნება უსაფრთხოდ. აქციაზე დღეს მთავრობის სახლთან აჭარის ორგანიზაციის წევრებთან ერთად სხვა ქალაქებიდან ჩამოსული აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, აქცია ორ საათში დასრულდა.