კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებოდნენ.
მედიკოსების განცხადებით სააკაშვილის მდგომარეობა 4 დეკემბრის შემდეგ გაუარესებულია, მედიკოსი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კოსნილიუმის ექიმები ერთმანეთთან შეჯერდებიან.