დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში და ვითარება გზებზე

19 თებერვალი 2023, 12:02 633 ნახვა

დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში ზოგან  ორ მეტრს გადააჭარბა. აქ მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდირებული. დაბაში თოვლის სიმაღლე 70 სმ-ია. უამინდობის გამო სწავლა ხულოს, შუახევისა და ქედის სკოლებში პარასკევს არ შემდგარა.

რესურსცენტრის ინფორმაციით, სწავლის პროცესი ორშაბათს აღდგება. გაცდენილი საათები კი შაბათს ანაზღაურდება. გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ქედაში.

გზის პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაიწმინდა. გაგრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შუახევსა და ხულოშიც. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში