როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ამონაშვილთან ერთად იმსჯელეს.
აკადემიკოსის განცხადებით, სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებმა გაითვალისწინონ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები. აკადემიკოსთან შეხვედრას სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ჰუმანური საქართველო ბედნიერი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში შალვა ამონაშვილი მასწავლებლებსაც შეხვდა.