საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ხორციელდება.
პრემიერმა საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს, ასევე ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
იბიარდ-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში უკვე 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა განხორციელდა საჯარო და კერძო სექტორში.