ბათუმში, ყინულის სასახლეში სტარტი აიღო ოთხთა ტურნირმა „აჭარის თასი 2017“ ფუტზალში. ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის აქცია ზამთრის ტურიზმის გასაძლიერებლად. პირველ თამაშში ბათუმის დინამო დაუპირისპირდა რუსეთის ვერშინი შვიდს. თამაში ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 9 – 1 დასრულდა. იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება და მასზე 11 ათასი ლარია გამოყოფილი.