ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

16 თებერვალი 2023, 20:59 601 ნახვა

ბათუმის ‘’დინამომ’’ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდი  ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახურ „აკსუს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი  77-ე  წუთზე, მათე ვაწაძემ გაიტანა. წინა სასეზონო პერიოდში  შავიზღვისპირელებმა თურქეთში საერთო ჯამში 7 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს.

აქედან „დინამომ“  4  მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 შეხვედრაში  დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა  25 თებერვალს აიღებს სტარტს. „დინამო“ კი პირველი ტურის მატჩს  26 თებერვალს შინ  19:00 საათზე  ქობულეთის  „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში