მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლა

04 თებერვალი 2017, 00:00 1911 ნახვა

მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტს გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავდა. სხდომა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე უძღვებოდა. გვენეტაძეს კომენტარი არ გაუკეთებია. მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა ლევან მურუსიძემ. შესაძლო ზეწოლის ფაქტს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა, თეა წულუკიანის თქმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სწორად მოიქცა და დროული რეაგირებისთვის ის შექებასაც იმსახურებს. საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებებზე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვაზე, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე. პროკურატურამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი