მსოფლიოში 15 თებერვალს ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 2001 წლის სექტემბერში ლუქსემბურგში, კიბოთი დაავადებული ბავშვების მშობლების ორგანიზაციის საერთაშორისო კონფედერაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოცხადდა. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღე პირველად 2002 წელს აღინიშნა. ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის ძირითადი გზავნილია — „უკეთესი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვის მსოფლიოში“.