მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრს აღწევს

15 თებერვალი 2023, 14:48 672 ნახვა

დილიდან გადაუღებლად თოვს  მაღალმთიან აჭარაში. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის შეფერხებული არ არის, იწმინდება ცენტრალური მაგისტრალი და კურორტ გოდერძამდე მისასვლელი გზა.  

გარკვეულ მონაკვეთებზე გზა მოყინულია, ამიტომ რეკომენდებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და დაბალი სიჩქარით მოძრაობა. 

ამ დროისთვის  ხულოსა და შუახევში არ ფიქსირდება  მეწყრისა და ზვავის შემთხვევები. მუნიციპალიტეტებს მიწოდება ელექტროენერგია. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო, ხულოსა და შუახევში ბაღების უმეტესობაში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა.

თოვს ქედაშიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში