ბათუმი - ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 1 საათი დასჭირდა. ტრაილერი მეტალოპლასტმასისა და რეზინის საქონლით იყო დატვირთული, რომელიც აალებისას მცირე აფეთქებებს იწვევდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეზღუდული იყო საავტომობილო გადაადგილება.