3 თვიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. გულშემატკივარმა გვიან ღამით მერვედფინალური ეტაპის ორი დაპირისპირება იხილა.
სიყვარულის ქალაქში "პარკ დე პრენსზე" პარიზულმა ''პსჟ-მ'' მიუნხენის ''ბაიერნი'' მიიღო და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.
53-ე წუთზე შეცვლაზე შესული ალფნსო დევისის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში კინგსლი კომანმა გახსნა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
9 წლის შემდეგ კი ''მილანმა'' კი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშა. იტალიურმა კლუბმა ''სან სიროზე'' ლონდონის ''ტოტენჰემს'' უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.
ანგარიში სწრაფად მე-7 წუთზე გაიხსნა ტეო ერნანდესი საჯარიმოში შევიდა და ძლიერად დაარტყა, რომელიც მეკარე ფორსტერმა მოიგერია, დამატებაზე ყველას ბრაჰიმ დიასმა დაასწრო, ფორსტერმა ''ტოტენჰემი'' კიდევ ერთხელ გადაარჩინა, მაგრამ ესპანელმა შემტევმა დაამატა და გოლიც გაიტანა.
დღეს მერვედფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ''ბრიუგე'' ლისაბონის ''ბენფიკას'' უმასპინძლებს, ხოლო ''დორტმუნდი'' ლონდონის ''ჩელსის'' დაუხვდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.