საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

14 თებერვალი 2023, 19:47 560 ნახვა

ცნობილია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მზადებას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის დაიწყებს. 15-კაციან სიაში გოგა ბითაძეც ფიგურირებს, რომელმაც ინდიანადან წასვლის შემდეგ  დღეს ორლანდო მეჯიქთან კონტრაქტი  გააფორმა. ამის გათვალისწინებით, იმის შანსი, რომ ახალგაზრდა ცენტრმა ნაკრების საკვალიფიკაციო თამაშებში  მონაწილეობა მიიღოს , ძალიან მცირეა.ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნებიან რატი სანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე. ნაკრები მსოფლიოს პირველობის კვალიფიკაციაში, ნიდერლანდებთან 23 თებერვალს გამართავს შეხვედრას  ისლანდიასთან კი 26 თებერვალს. მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფში ქართველ კალათბურთელებს 4-4 მოგება-წაგება აქვთ და ასეთივე მონაგარი გააჩნია ისლანდიას, უკრაინის აქტივში კი 3 გამარჯვებაა. ვინაიდან L ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია, დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლა სწორედ აღნიშნულ სამ ნაკრებს შორის წარიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში