საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით ბათუმის სანაპირო ზოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეაგირება.
"ბათუმის სანაპირო ზოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რეაგირება.
ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურებმა ღუზაზე მდგარი გემების უმეტესი ნაწილი გაიყვანეს ტერიტორიული წყლების გარეთ, დრეიფში.
პარალელურ რეჟიმში, სსიპ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გამოცემული იქნა სანავიგაციო გაფრთხილება, რომელიც “NAVTEX“-სისტემის მეშვეობით მიეწოდა ყველა გემს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ კავშირზეა სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან,"- აღნიშნულია განცხადებაში.