ნათელა ძალამიძე ლინცის ტურნირის ჩემპიონია

13 თებერვალი 2023, 21:57 640 ნახვა

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართული WTA-ს ტურნირის გამარჯვებული გახდა. საუბარია წყვილთა შეჯიბრზე, სადაც ნათელა სლოვაკ ვიკტორია კუზმოვასთან ერთად ასპარეზობდა.

ძალამიძემ და კუზმოვამ გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამთანა და უკრაინელ ნადია კიჩენოკთან პირველი სეტი წააგეს, თუმცა, საქმე სუპერ ტაი-ბრეიკამდე მიიყვანეს, იქ მატჩ-ბოლი გადაარჩინეს და საბოლოოდ, 4:6, 7:5, 12:10 მოიგეს.წინასწარი გათვლებით, ნათელა 10 პოზიციით დაწინაურდება და 1309 ქულით 56-ე ადგილზე გადაინაცვლებს, 55-ეზე კი, კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელია ოქსანა კალაშნიკოვა გახლავთ.

ის ავსტრიულ ტურნირზე ასევე თამაშობდა, თუმცა უნგრელ დალმა გალფისთან წყვილში  მეოთხედფინალში დამარცხდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი