სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ გასვლაზე „ლოკომოტივი“ დაამარცხა

13 თებერვალი 2023, 21:53 574 ნახვა

რაგბი დიდი 10-ის მე-13 ტურის შეხვედრაში სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივი" 14-57 დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს და 2 მიიღეს. "ბათუმის" შემადგენლობიდან ორო ლელო სიჭინავამ დადო, ხოლო თითო კლდიაშვილის,ნინიძის, კორტავას, ფოფხაძის, სვანიძის და  ძნელაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმელები 35 ქულას აგროვებენ და დიდი 10-ის გათამაშებაში მე-4 პოზიციაზე ინაცვლებენ. მომდევნო ტურში "ბათუმი" 25 თებერვალს შინ ქუთაისის "აიას" უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი