''ნაციონალური მოძრაობის'' მორიგი საპროტესტო აქცია, ამჯერად შეკვეთილში. პარტია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და აქციების გამართვას სხვადასხვა ქალაქში გეგმავს. ამ მიზნით, "ნაცმოძრაობამ" დასავლეთ საქართველოში მხარდაჭერების მობილიზაციაც გამოაცხადა.
აქციაზე არ ჩანდნენ ნიკა მელიას მხარდამჭერები რაზეც გვიპასუხეს, რომ პარტიაში განხეთქილება არ არის და აქციებს ოპოზიციის ყველა გულშემატკივარი უნდა დაესწროს.