უმძიმესი ცნობები თურქეთიდან და სირიიდან არ წყდება. საათობრივად იზრდება დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა.
უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ემიგრაციაში მყოფი კიდევ ერთი ქართველის გარდაცვალება დადასტურდა გუშინ. როდის გადმოასვენებენ ცხედარს თურქეთიდან საქართველოში, უცნობია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. თურქეთში მიწისძვრას მარინა მშვილდაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მოქალაქე მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული, სადაც ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. მისი ცხედარი ნანგრევებში მაშველებმა გუშინ ნახეს.
ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ქართველს.