ჯანდაცვის პროგრამები შუახევში

11 თებერვალი 2023, 11:25 681 ნახვა

შუახევის მერია 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 2 მლ ლარს დახარჯავს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 100 000 ლარით მეტია.

წელს თვითმმართველობა მოსახლეობის ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებისთვის 16 პროგრამას განახორციელებს, რომლებიც გულისხმობს  მოვლის საჭიროებებს შშმ პირების,  ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისთვის  კვარტალურ ფინანსურ დახმარებას, მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის  პროგრამას, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის  სახლების შეძენის პროგრამას.

მერია წელსაც განაგრძობს პერსონალური ასისტენტის  და შინმოვლის პროგრამას, რომელშიც 30 ბენეფიციარია ჩართული.

აღნიშნულ ქვეპროგრამას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის ახორციელებს, რომლის თანადაფინანსებას უზრუნველყოს შუახევის მუნიციპალიტეტი. 

მერია სარეზერვო ფონდიდან ეხმარება  ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევებისა და  მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებსაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში