ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილზე –კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში დაფუძნდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას შესთავაზებენ.