გვირაბში ავტომანქანა დაიწვა

03 თებერვალი 2017, 00:00 9582 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში მერსედესის მარკის ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი, ამ დროისათვის, ლოკალიზებულია. სატრანსპორტო მიმოსვლა მხოლოდ ერთ გვირაბშია შესაძლებელი. წინასწარი მონაცემებით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრაილერი მეტალოპლასტმასისა და რეზინის საქონლით იყო დატვირთული, რომელიც აალებისას მცირე აფეთქებებს იწვევს. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი