ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს 250 ქულიან კატეგორიის ტურნირს მეორე წრეში, გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალურ დაპირისპირებაში ფრანგ, გრეგუარ ბარერთან ორ სეტში 3:6,4:6 დამარცხდა.
ბარერმა ორივე სეტში მეტოქის თითო მოწოდების მოგება მოახერხა და საბოლოოდ მეოთხედფინალის საგზური საათსა და 12 წუთში მოიპოვა.
შეგახსნებთ, რომ მონპელიეს ტურნირზე ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგ, კონსტანტინ ლესტიენს სამ სეტში, 6:7, 7:5, 6:2 სძლია და 4 მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.