თურქეთში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ეძებენ დაკარგულებს. მათი უმეტესობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. მონაცემები მსხვერპლის შესახებ ყოველ საათში იზრდება. აჭარის მაუწყებელი კვლავ აგრძელებს მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მუშაობას. „მთავარის“ გადამღები ჯგუფი რამდენიმე რეგიონში ჩავიდა - ირინე წუწუნავა მოგვიყვება ქაჰრამანმარასში, გაზიანთეპსა და ადიამანში არსებული მძიმე ვითარების შესახებ.