საქართველოსა და ხორვატიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ეს არის გორდან რადმანის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. ხორვატიის პირველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.