"რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

09 თებერვალი 2023, 12:23 823 ნახვა

მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ''რეალმა'' აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი ეგვიპტური „ალ-აჰლი“ 4:1 დაამარცხა.

42-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ''რეალი'' დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფედერიკო ვალვერდემ მეორე გოლი გაიტანა.

65-ე წუთზე ალი მალულიმ სხვობა შეამცირა .ამის შემდეგ 87-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა შ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა კონპენსირებულ დროში როდრიგომ და სერხიო არიბასმა გამოიჩინეს თავი და მადრიდელებმა 4:1 გაიმარჯვეს.

სამეფო გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას მეხუთედ ეცდება. „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 11 თებერვალს, აზიის ჩემპიონ, საუდის არაბეთის კლუბს, „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი