ბათუმის სტადიონი სოლიდარობის ნიშნად თურქეთის დროშის ფერებში განათდა

09 თებერვალი 2023, 10:25 727 ნახვა

თურქეთში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად, ბათუმში "აჭარაბეთ არენა" თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

შეგახსნებთ, რომ კაჰრამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლობით ბათუმში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი. მისამართი: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი - აჭარაბეთ არენა, გუდიაშვილის ქუჩა N8.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში