„დინამო“ ბათუმსა და დანიურ „ნაესტვედს“ შორის, დღეს გასამართი მატჩი გაუქმდა

08 თებერვალი 2023, 20:07 585 ნახვა

თურქულ შეკრებაზე მყოფ "დინამო“ ბათუმსა და დანიურ "ნაესტვედს" შორის დღეს გასამართი მატჩი გუნდების შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. ხვალ კი შავიზღვისპირლები "ლიეპაიას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეეძლება. შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ბათუმმა თურქული შეკრების მეორე ეტაპის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, უკრაინული ოლექსანდრია 4:2 დაამარცხა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი