“ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს

08 თებერვალი 2023, 17:46 761 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი