თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ და გენერალურმა საკონსულომ დახმარების კამპანია დაიწყეს. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს საჭიროებების სიის ფარგლებში ნივთების მიტანა ბათუმის სტადიონზე - (გუდიაშვილის ქუჩაზე) შეუძლიათ. საჭირო ნივთების ჩამონათვალშია: ზამთრის ტანსაცმელი, სასურსათო კალათა, ბავშვთა კვება და ჰიგიენის საშუალებები.