სირიის ქალაქ ბისინაში დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა და ადგილობრივებმა მთელი ოჯახის ამოყვანა უვნებლად შეძლეს. მამა ორ შვილთან ერთად ორი დღის განმავლობაში საკუთარი სახლის ნანგრევებში იყო მოყოლილი.
სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ მოძრაობის წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილია მაშველებია და ხალხის ზეიმი, როცა ნანგრევებიდან ერთმანეთის მიყოლებით მთელი ოჯახი ამოჰყავთ.
სულ მცირე 2500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა სირიაში მეზობელ თურქეთში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.