თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად კამპანია დაიწყო

08 თებერვალი 2023, 14:04 545 ნახვა

კაჰამანმარაშში და სხვა რეგიონებში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიამ და გენერალურმა საკონსულომ დახმარების კამპანია დაიწყეს.

მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს, ქვემოთ წარმოდგენილი საჭიროებების სიის ფარგლებში,  ნივთების მიტანა ბათუმის სტადიონზე - (გუდიაშვილის ქუჩაზე) შეუძლიათ.

საჭირო ნივთების ჩამონათვალშია:

  • ზამთრის ტანსაცმელი (მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის);
  • სასურსათო კალათა (არაფუჭებადი პროდუქტები);
  • ბავშვთა კვება ბავშვის ჰიგიენის საშუალებები სხვა ნივთები: კარავი საწოლი ლეიბი (კარავისთვის);
  • საბანი საძილე ტომარა გაზის გამათბობელი;
  • გამათბობელი გაზის ბალონი;
  • "Thermos Nellie's"-ის ნათურა;
  • "Power Bank"-ი.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში