პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს. პლენარული სხდომა ამ წუთებში იწყება. სხდომაზე მიწვეულია მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს, ძირითადი საკითხები ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციას ეხება.